ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში აღმოაჩინეს გვირაბი, სადაც წარსულში „ჰამასს“ მძევლები ჰყავდა
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან იუნისში აღმოაჩინეს გვირაბი, სადაც წარსულში „ჰამასს“ მძევლები ჰყავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, გვირაბში შესულ მებრძოლებს ადგილზე ტერორისტები დახვდათ.
„ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შევიდნენ გვირაბში, სადაც მათ ტერორისტები დახვდათ. მათთან ბრძოლა ტერორისტების ლიკვიდაციით დასრულდა. გვირაბში განთავსებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები“, – აღნიშნა დანიელ ჰაგარმა.
ჰაგარის განცხადებით, გვირაბში მათ მძევლები არ დახვდათ, თუმცა ისინი წარსულში „ჰამასს“ ამ ტერიტორიაზე ჰყავდა.