ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს სახლზე დარტყმა განახორციელეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს სახლზე დარტყმა განახორციელეს. როგორც სოციალურ ქსელ X-ში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ჰამასის“ ლიდერის სახლზე ავიაიერიში ღამით მიიტანეს.
ისრაელის არმიის განცხადებით, სახლი ტერორისტულ ინფრასტრუქტურად გამოიყენებოდა და წარმოადგენდა დაჯგუფების ლიდერების შეხვედრის ადგილს.
„ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე კატარში ცხოვრობს.