ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასულ ღამეს ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა მათგანი გაანადგურეს, თუმცა რამდენიმე ისრაელის სასაზღვრო ქალაქ კირიათ შმონაში ჩამოვარდა. ქალაქის ხელისუფლების თქმით, ერთ-ერთი რაკეტა შენობას მოხვდა, მეორე კი – მაგისტრალს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
„ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ეს იყო შურისძიება ლიბანის ქალაქ ფრუნზე განხორციელებული დარტყმისთვის, რა დროსაც, მათი თქმით, სამი ადამიანი დაიღუპა.