ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში „ჰამასის“ საჰაერო ძალების ხუთი მეთაური მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში ღაზის სექტორში განხორციელებული დარტყმების შედეგად „ჰამასის“ საჰაერო ძალების ხუთი მეთაური მოკლეს.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაურები პასუხისმგებელნი იყვნენ 7 ოქტომბერს მომხდარ საჰაერო თავდასხმაზე.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 14 ოქტომბერს ისრაელის არმიამ „ჰამასის“ საჰაერო ძალების ხელმძღვანელი მურად აბუ მურადი მოკლა.