ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბეირუთზე თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბეირუთზე თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბეირუთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი მოკლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ შუქრი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰაჯ მოჰსინი, „ჰეზბოლას“ ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაური იყო, რომელსაც დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას უფროს სამხედრო მრჩევლად, „მარჯვენა ხელად“ იცნობდნენ.

ისრაელმა ბეირუთი რამდენიმე საათის წინ დაბომბა.