ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაჰში, „ჰამასის“ გვირაბში ექვსი მძევლის ცხედარი იპოვეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაჰში, „ჰამასის“ გვირაბში ექვსი მძევლის ცხედარი იპოვეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე რაფაჰში, „ჰამასის“ გვირაბში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს.

მძევლებს შორის არის ისრაელ-აშშ-ის მოქალაქე, 23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი. ინფორმაციას ადასტურებს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ექვსივე მძევალი „ჰამასმა“, სავარაუდოდ, ერთი ან ორი დღით ადრე მოკლა, ვიდრე ჯარისკაცები მათ იპოვიდნენ.

ისრაელის ჯარებმა გვირაბების ჩხრეკა გასულ ღამეს დაიწყეს. მათ ცხედრები ღაზიდან იდენტიფიკაციისთვის ისრაელში გადაასვენეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გვირაბში „ჰამასის“ წევრებთან შეტაკება არ მომხდარა და დაცვის წევრები, რომლებმაც, სავარაუდოდ, ექვსივე მძევალი მოკლეს, ტერიტორიიდან გაიქცნენ.