ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში ხუთი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში ხუთი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ხუთივე მძევალი 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
ერთ-ერთი 56 წლის მაია გორენია, რომელიც საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. ის კიბუც ნირ ოზზე თავდასხმის დროს მოკლეს. დანარჩენი ოთხი კი ჯარისკაცი იყო.
ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა გაავრცელა განცხადება, სადაც მადლობას უხდის ისრაელის ჯარისკაცებს, რომლებმაც გუშინ ღაზაში ხუთი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს და სოლიდარობას უცხადებს მათ ოჯახებს.
„ჩვენი მოვალეობაა, სახლში მივიყვანოთ ყველა – ისინი, ვინც ცოცხლები არიან და ისინიც, ვინც ისრაელში დასაკრძალად უნდა დავაბრუნოთ“, – განაცხადა ჰერცოგმა.