ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის „ტაქტიკური, ადგილობრივი პაუზები“ ხორციელდება
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის „ტაქტიკური, ადგილობრივი პაუზები“ ხორციელდება.
„ეს ტაქტიკური პაუზები შეზღუდულია დროისა და არეალის მიხედვით. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ ჰუმანიტარულ დერეფნებს ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რათა დროებით გადავიდნენ სამხრეთით უფრო უსაფრთხო ადგილებში, სადაც მათ ჰუმანიტარული დახმარების მიღება შეუძლიათ“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
მედიის ცნობით, ისრაელის სამხედროები ღაზაში მყოფ ხალხთან ურთიერთობენ ტექსტური შეტყობინებებისა და ბროშურების გამოყენებით კონკრეტულ ადგილებში, ასევე ცალკეულ პირებთან სატელეფონო ზარებით.