ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - ისრაელი გააძლიერებს ღაზაში თავდასხმებს, რათა გაზარდოს ზეწოლა „ჰამასზე“
ისრაელი გააძლიერებს თავდასხმებს ღაზაში, რათა გაზარდოს ზეწოლა „ჰამასზე“, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ადამ დანიელ ჰაგარმა განაცხადა.
„თქვენივე (მოსახლეობის) უსაფრთხოებისთვის გადაადგილდით სამხრეთისკენ. ჩვენ გავაგრძელებთ შეტევას ღაზის ტერიტორიაზე და გავზრდით თავდასხმებს“, – განაცხადა ჰაგარმა.
თავდაცვის ძალების სპიკერი ასევე აღნიშნავს, რომ ისრაელი ზედამხედველობას ახორციელებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს წყლის, წამლებისა და საკვების გადანაწილება მათ მიერ დადგენილ ჰუმანიტარულ ზონაში.
„ყოველი შენობა, რომელიც ღაზაში ეცემა, არის შენობა, საიდანაც „ჰამასის“ ტერორისტები მოქმედებენ“, – თქვა ჰაგარმა.
როგორც გამოცემა timesofisrael”-ი წერს, „ჰაგარის“ ეს განცხადება შესაძლოა, ღაზის სექტორში მასშტაბური სახმელეთო ოპერაციის დაწყებაზე მიანიშნებდეს.