ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - ღაზაში ოპერაციის დროს ისრაელის არმიამ შეცდომით ისრაელელ მძევლებს გაუხსნა ცეცხლი, დაღუპულია სამი მძევალი
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - ღაზაში ოპერაციის დროს ისრაელის არმიამ შეცდომით ისრაელელ მძევლებს გაუხსნა ცეცხლი, დაღუპულია სამი მძევალი

ისრაელის არმიამ შეცდომით „ჰამასის“ მიერ გატაცებულ ისრაელელ მძევლებს გაუხსნა ცეცხლი. დაღუპულია სამი მძევალი. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ღაზის ჩრდილოეთით ოპერაციის დროს ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს მძევლები, რომლებიც თავიდან შეცდომით საფრთხედ შეფასდნენ, სწორედ ამიტომ, სამხედროებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია სამი ადამიანი. ცხედრების იდენტიფიცირების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ისინი მძევლები იყვნენ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

ისრაელის თავდაცვის ძალები მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო.