ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე იერიშის შედეგად „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური იბრაჰიმ ბიარი მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე იერიშის შედეგად, „ჰამასის“ ერთ-ერთი უმაღლესი მეთაური იბრაჰიმ ბიარი მოკლეს.
მისი თქმით, ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად დაინგრა მიწისქვეშა გვირაბები, რომლებიც „ჰამასს“ ეკუთვნოდა. დარტყმებისას ასევე დაზიანდა ახლომდებარე შენობები.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბიარი ერთ-ერთია იმ პირებს შორის, ვინც პასუხისმგებელი არიან 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაზე.
ისრაელმა ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე იერიში დღეს განახორციელა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 150 დაიჭრა.