ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი აცხადებს, რომ დღეს ღაზის სექტორში საკვები და წყალი შევა
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ გასულ ღამეს ისრაელის სამხედროები ღაზის ჩრდილოეთით შევიდნენ და ადგილზე რჩებიან.
მისივე თქმით, დღეს ღაზის სექტორში საკვები და წყალი შევა.
ჰაგარმა ბრიფინგზე ისრაელის სამხედრო მიზნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისრაელის მთავარი მიზანი „ჰამასის“ დაშლა, საზღვრის უსაფრთხოება და მძევლების გათავისუფლებაა.