ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დღის განმავლობაში ღაზის სექტორში „ჰამასის“ 200 სამიზნე დაიბომბა
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დღის განმავლობაში ღაზის სექტორში „ჰამასის“ 200 სამიზნე დაიბომბა.
ისრაელის არმიის სამიზნე გახდა არაბული ანკლავის ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთ რაიონები. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო ოპერაციის პარალელურად, სახმელეთო ჯარებმა დაანგრიეს სტრუქტურები, გვირაბის შახტები, რაკეტების გაშვების ადგილები და „ჰამასის“ კუთვნილი სხვა ინფრასტრუქტურა.
საზღვაო ძალების სარაკეტო კატარღებმა, ტანკებმა და არტილერიამ ასევე განახორციელეს დარტყმები ღაზაში.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ არაბულ ანკლავში მსხვერპლის რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.