ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს, სამხრეთ ისრაელში „ჰამასის“ 3 000 მებრძოლი შეიჭრა
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს, სამხრეთ ისრაელში „ჰამასის“ 3 000 მებრძოლი შეიჭრა.
როგორც The Times of Israel-ი წერს, უახლესი შეფასებით, აღნიშნულ რაოდენობაში შედიან მხოლოდ შეიარაღებული ტერორისტები და არა ღაზელი მოქალაქეები, რომლებმაც ისარგებლეს ღობეზე არსებული უზარმაზარი ნაპრალებით, რომ ისრაელის ტერიტორიაზე შესულიყვნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბრძოლის პირველი ორი დღის განმავლობაში მოკლულ იქნა დაახლოებით 1 000 ტერორისტი და ტყვედ აიყვანეს 200, ხოლო ტერორისტების მრავალი ცხედარი ჯერ კიდევ სასაზღვრო ზონაშია. მანამდე ისრაელის სამხედროები მიიჩნევდნენ, რომ თავდასხმაში დაახლოებით 2 500 ტერორისტი მონაწილეობდა.