ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა“ 10 ისრაელელი და ოთხი ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის პირობების თანახმად, „ჰამასმა“ 10 ისრაელელი და ოთხი ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს. მედიის ცნობით, მძევლებმა ღაზის სექტორი უკვე დატოვეს და ეგვიპტეში არიან, საიდანაც ისრაელში გადავლენ.
ამასთან, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მაჯედ ალ-ანსარის განცხადებით, თავის მხრივ, ისრაელი 30 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.
„ღაზადან ათი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, დღეს 30 პალესტინელი გათავისუფლდება. გარდა ამისა, შეთანხმების ფარგლებში წითელ ჯვარს რუსეთის ორი და ტაილანდის ოთხი მოქალაქე გადაეცა“, – წერს მაჯედ ალ-ანსარი სოციალურ ქსელში.