ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთის სარდლობის მეთაური - ვაგრძელებთ ქვეყნის ჩრდილოეთით ომის გაფართოებისა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევაზე გადასვლისთვის მზადებას
ისრაელის არმია აგრძელებს ქვეყნის ჩრდილოეთით ომის გაფართოებისა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევაზე გადასვლისთვის მზადებას, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ორი გორდინმა ჩრდილოეთის ევაკუირებული თემების მერებსა და საკრებულოს ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
შეხვედრაზე ისრაელ-ლიბანის საზღვარზე არსებული უსაფრთხოების ვითარება განიხილეს.
გორდინმა ადგილობრივ ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ სამხედროების მიზანია „ჩრდილოეთში უსაფრთხოების ვითარების შეცვლა ისე, რომ მოსახლეობას უსაფრთხოდ და დაცულობის გრძნობით დაბრუნების საშუალება მიეცეს“.
ისრაელის მედია წერს, რომ ლიბანში მოქმედი „ჰეზბოლა“ 8 ოქტომბრიდან თითქმის ყოველდღიურად უშვებს რაკეტებს და უპილოტო თვითმფრინავებს ისრაელის ჩრდილოეთ თემების მიმართულებით. შედეგად, ისრაელის ამ ტერიტორიებიდან, დაახლოებით, 80 000 ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა.