ისრაელის თავდაცვის ძალები - ქალაქ ღაზიდან მოსახლეობამ თავის დასაცავად სამხრეთით გადაადგილება დაიწყო
ღაზის სექტორში, ქალაქ ღაზიდან მოსახლეობამ სამხრეთით გადაადგილება დაიწყო, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
„ქალაქ ღაზის მოსახლეობამ თავის დასაცავად დაიწყო სამხრეთით მოძრაობა“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში ათასობით სამიზნეს დაარტყეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ბრძოლები დაიწყო.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ახორციელებენ ახალ დარტყმებს ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე.