ისრაელის თავდაცვის ძალები - „ჰეზბოლა“ ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს
„ჰეზბოლა“ ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს,- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს.
„ჯერჯერობით ჩვენი პასუხი იყო მოზომილი, ტაქტიკური და შემოიფარგლება საზღვართან (ლიბანთან) მახლობლად მდებარე ტერიტორიებით. „ჰეზბოლა“ ძალიან, ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს. ისინი სიტუაციის ესკალაციას ცდილობენ, ჩვენ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ თავდასხმას ვხედავთ. ნამდვილად მზად არის ლიბანის სახელმწიფო, ღაზაში ტერორისტების გულისთვის საფრთხე შეუქმნას ლიბანის კეთილდღეობას და ლიბანის სუვერენიტეტს?“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ჯონათან კონრიკუსმა.
არსებული მდგომარეობის გამო ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ლიბანთან ახლოს მდებარე დასახლებებიდან ისრაელის მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.