ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან, მოსახლეობის სამხრეთით უსაფრთხოდ გადასაადგილებლად, დღეს ჰუმანიტარული დერეფანი ამოქმედდება
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან მოსახლეობის სამხრეთით უსაფრთხოდ გადასაადგილებლად დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში ჰუმანიტარული დერეფანი ამოქმედდება.
„სიენენის“ ცნობით, მოსახლეობა სალაჰ ალ-დინის ქუჩით შეძლებს ტერიტორიის დატოვებას.
სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ამ დრომდე 400 ათასამდე ადამიანი რჩება. გაერო-ს ინფორმაციით, ღაზის სექტორში მცხოვრები 2.3 მილიონი ადამიანიდან 1.5 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია.