ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებენ, რომ „ჰამასმა“ წითელ ჯვარს ისრაელში გადასაყვანად 12 მძევალი გადასცა
ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებენ, რომ „ჰამასმა“ წითელ ჯვარს ისრაელში გადასაყვანად 12 მძევალი გადასცა. მათივე ინფორმაციით, მძევლებს შორის ისრაელის – ათი და უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა.
მედიის ცნობით, გათავისუფლებული ისრაელელი მძევლებიდან ცხრა ქალბატონი და ერთი ბავშვია. ამასთან, მედიის ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 30 პალესტინელ პატიმარს ისრაელი მოგვიანებით გაათავისუფლებს.
ამასთან, მძევლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისშიც დაადასტურეს.