ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზის დასატოვებლად მოსახლეობა სამხრეთის მიმართულებით ორი გზის გამოყენებას შეძლებს
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზის დასატოვებლად მოსახლეობა სამხრეთის მიმართულებით ორი გზის გამოყენებას შეძლებს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზის დასატოვებლად მოსახლეობა სამხრეთის მიმართულებით ორი გზის გამოყენებას შეძლებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დაწერა, რომ მოსახლეობა ორი დერეფნის გამოყენებას შეძლებს ადგილობრივი დროით დილის 10:00-დან 16:00 საათამდე. შესაბამისი განცხადება თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა არაბულ ენაზე გაავრცელა.

„თუ თქვენ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე ზრუნავთ, წადით სამხრეთით ინსტრუქციის მიხედვით. დარწმუნებული იყავით, რომ „ჰამასის“ ლიდერებმა უკვე იზრუნეს საკუთარ თავებზე და რეგიონზე დარტყმებისგან თავი შეაფარეს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ისრაელის არმიამ ჩრდილოეთ ღაზას 1,1 მილიონზე მეტ მცხოვრებს სახლების დატოვებისკენ მოუწოდა.