ისრაელის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკების შედეგად 28 პალესტინელი დაშავდა
ისრაელის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკების შედეგად 28 პალესტინელი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
„დიდი დაბრუნების მარშის” სახელწოდებით საპროტესტო აქციები ღაზას სექტორში მარტიდან პერიოდულად იმართება. ამ დროისთვის, ისრაელის მხრიდან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.