ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის საზღვრის მიმდებარე ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის საზღვრის მიმდებარე ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის საზღვრის მიმდებარე ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ Timesofisrael-ი წერს.

„ჩვენი მისია უახლოესი 24 საათის განმავლობაში არის ღაზის გარშემო მცხოვრები ყველა ადამიანის ევაკუაცია. შემდგომი ევაკუაცია განხორციელდება სიტუაციის მიხედვით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ისრაელის სამხედრო სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

მისი თქმით, ევაკუაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმის შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ ტერორისტები იმ ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.

„რაიონში ათიათასობით მებრძოლი ჯარისკაცია. ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიდრე არ მოვკლავთ ყველა ტერორისტს ისრაელში“, – განაცხადა ჰაგარმა.