ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 64 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 64 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 64 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ არაბული მედია ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

ადგილობრივი წყაროები იუწყებიან, რომ საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის შედეგად 105 ადამიანი დაშავდა.

არაბული ანკლავის მოსახლეობა ისრაელს საცხოვრებელი ზონების და თავშესაფრების დაბომბვაში ადანაშაულებს. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები ოპერაციას აგრძელებენ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. ისრაელის სამხედრო ავიაციამ სამხრეთ ლიბანის ქალაქ ჰულაში დაბომბა „ჰეზბოლას“ შეიარაღებული დანაყოფი, ქალაქ ადლუნში კი – საბრძოლო მასალის საცავი.

ისრაელის სამხედრო ოპერაციის პარალელურად, დღეს ლიბანიდან ისრაელის ტერიტორია რაკეტებით დაიბომბა.