ისრაელის სამხედრო იერიშებს ლიბანში ბოლო ერთ დღეში 28 ადამიანი ემსხვერპლა, 139 კი დაშავდა
ისრაელის სამხედრო იერიშებს ლიბანში ბოლო ერთ დღეში 28 ადამიანი ემსხვერპლა, 139 კი დაშავდა. ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანის არმიის სამი ჯარისკაცი დაიღუპა.
ლიბანში აღნიშნული ფაქტი სერიოზულ ინციდენტად შეაფასეს. ისრაელის მედია წერს, რომ გასული დღის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 160-ზე მეტი სამიზნე ობიექტი დაბომბა.
ისრაელში აცხადებენ, რომ რამდენიმე დარტყმა კოორდინირებული იყო სამხრეთ ლიბანში მოქმედი სახმელეთო ძალების მიერ, რის შედეგადაც ათობით ტერორისტი მოკლეს. თავდასხმის დროს სამიზნეებს შორის იყო რაკეტის გამშვებები, სამხედრო შენობები და ინფრასტრუქტურა.