ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიაში სამთავრობო არმიის ავიაბაზა დაბომბა
ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის ჰომსის პროვინციაში სამთავრობო არმიის ავიაბაზა დაბომბა.
ავიაბაზაზე, რომელიც დასახლებულ პუნქტ ტიასიდან 4 კილომეტრში მდებარეობს, 4 ბომბი ჩავარდა.
სირიის სამთავრობო გამოცემა SANA-ს ინფორმაციით, სახელისუფლებო არმიის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ისრაელის ერთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, დანარჩენებმა კი სირიის საჰაერო სივრცე დატოვეს.
ისრაელის არმიის სარდლობა თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს უარყოფს.