ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიაში სამთავრობო არმიის ავიაბაზა დაბომბა

11:02, 09.07.2018

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის ჰომსის პროვინციაში სამთავრობო არმიის ავიაბაზა დაბომბა.

ავიაბაზაზე, რომელიც დასახლებულ პუნქტ ტიასიდან 4 კილომეტრში მდებარეობს, 4 ბომბი ჩავარდა.

სირიის სამთავრობო გამოცემა SANA-ს ინფორმაციით, სახელისუფლებო არმიის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ისრაელის ერთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, დანარჩენებმა კი სირიის საჰაერო სივრცე დატოვეს.

ისრაელის არმიის სარდლობა თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს უარყოფს.

მსგავსი