ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ იარაღის ქარხანა დაბომბა
ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ იარაღის ქარხანა დაბომბა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასის“ წევრები ქარხანას იარაღის შესამუშავებლად და საწარმოებლად იყენებდნენ.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, ავიაიერიში იყო პასუხი არაბული ანკლავიდან ცეცხლგამჩენი საჰაერო ბურთების გაშვებაზე, რამაც ისრაელის ტერიტორიაზე ხანძრები გააჩინა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ისრაელის სახანძრო და სამაშველო სამსახურების ცნობით, ხანძრები სასაზღვრო ზონებში გაჩნდა და მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია.