ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ 100-მდე ობიექტი დაბომბა
ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ 100-მდე ობიექტი დაბომბა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაიერიშის სამიზნე ისლამისტური ორგანიზაციის რაკეტების მწარმოებელი ქარხნები და საწვრთნელი ცენტრები გახდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა საჰაერო დარტყმები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ღაზას სექტორიდან თელ-ავივის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვეს. ორივე რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა.
ღაზას სექტორში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ისრაელის მიმართულებით კიდევ ორი რაკეტა გაუშვეს, რომლებიც ასევე ჰაერშივე ააფეთქეს. განგაშის სირენები ისრაელის ქალაქ სდეროთში გაისმა.