ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 1 200-ს გადააჭარბა
ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 1 200-ს გადააჭარბა

ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 1 200-ს გადააჭარბა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, დაშავებულია 5 339 ადამიანი.

გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, საცხოვრებელი 338 000-მა პირმა დატოვა და ახლა იძულებით გადაადგილებულები საავადმყოფოებსა და გაერო-ს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებს აფარებენ თავს.

ამასთან, ისრაელის ბლოკადის შედეგად ღაზის სექტორს არ მიეწოდება წყალი, საწვავი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია.

ღაზის მთავარ საავადმყოფოს მხოლოდ ოთხი დღის სამყოფი საწვავი აქვს დარჩენილი სათადარიგო გენერატორებისთვის. რის შემდეგაც, წითელი ჯვრის განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ საავადმყოფოები მორგებად იქცევა, რადგან ვეღარ შეძლებენ დაშავებულების მკურნალობას.

ეგვიპტე ისრაელს 6-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისკენ მოუწოდებს, რომლის დროსაც ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობა გახდება შესაძლებელი.