ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი თავისი ტერიტორიიდან თავს თუ დაგვესხმება, ისრაელი უპასუხებს და დაარტყამს მას
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი თავისი ტერიტორიიდან თავს თუ დაგვესხმება, ისრაელი უპასუხებს და დაარტყამს მას

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი სირიაში, ირანის საკონსულოზე თავდასხმასთან დაკავშირებით ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებას ეხმაურება.

ისრაელ კაცის თქმით, ირანი ისრაელს თავს თუ დაესხმება, ამას საპასუხო რეაგირება მოჰყვება.

„ირანი თავისი ტერიტორიიდან თუ დაგვესხმება თავს, ისრაელი უპასუხებს და დაარტყამს მას“, – წერს ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში და მონიშნული ჰყავს ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.

შეგახსენებთ, ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ისრაელი დაისჯება სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმის გამო.