ისრაელის საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა
ისრაელის საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ახალი მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში 36 მანდატის მოპოვება შეძლო, რაც ერთით აღემატება ოპოზიციურ ბლოკ „კახოლ-ლავანის“ შედეგებს.
ახლა ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მეხუთე ვადით შეეძლება. თუმცა, 120-ადგილიან ქნესეთში უმრავლესობის ფორმირებისთვის ნეთანიაჰუს მემარჯვენე ძალებთან კოალიციის ფორმირება მოუწევს. ამ შემთვევაში პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში 65 მანდატს მიიღებს, მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიცია კი 55-ს.