ისრაელის ქუჩებში ანტისამთავრობო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები „ჰამასის“ მიერ აყვანილი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.
თელ ავივსა და რამდენიმე ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე მონაწილეობა მძევლების ოჯახის წევრებმაც მიიღეს.
იერუსალიმში კი ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილი ხალხი პრემიერსა და მის კაბინეტს ღაზაში მძევლების მიტოვებაში ადანაშაულებენ. რეზიდენციასთან ასევე ისმოდა შეძახილები მძევლების შესახებ: „ჩვენ ისინი ცოცხლები გვინდა“.