ალბანეთის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა მთავრობისა და მერიის შენობებს „მოლოტივის კოქტეილები“ ესროლეს 

11:56, 12.07.2024
Police officers react to the fire after a Molotov cocktail was thrown, while supporters of the opposition attend an anti-government protest, in front of Albania’s Prime Minister Edi Rama’s office, in Tirana, Albania, July 11, 2024. REUTERS/Florion Goga

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა მთავრობისა და მერიის შენობებს „მოლოტივის კოქტეილები“ ესროლეს.

დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ედი რამას კორუფციაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ.

გარდა ამისა, ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები დაკავებული ოპოზიციის ლიდერის, სალი ბერიშის გათავისუფლებასაც ითხოვენ, რომელიც კორუფციის ბრალდებით შინაპატიმრობაში იმყოფება. სალი ბერიში ბრალდებას უარყოფს და მთავრობას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, პოლიციას აქციის მონაწილეებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, სამართალდამცველები „მოლოტოვის კოქტეილებით“ გამოწვეული ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ, რამაც რამდენიმე ოფიცერს საფრთხე შეუქმნა.

ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციები ივნისშიც მიმდინარეობდა.

მსგავსი