ისრაელის ქალაქ ხოლონში 30 წლის მამაკაცი ცომის საზელ მანქანაში ჩავარდა და დაიღუპა
ისრაელში, ქალაქ ხოლონში 30 წლის მამაკაცი ცომის საზელ მანქანაში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
შემთხვევა თელ ავივის რაიონში, ქალაქ ხოლონში მდებარე საცხობში მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაწყებულია საქმის მოკვლევა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპული მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა.
პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ჯერ ინფორმაციის გადამოწმების პროცესი მიმდინარეობს.
„საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა. დაუკავშირდნენ ადგილობრივ სამართალდამცველებს და ჯერ არ არის გარკვეული საქართველოს მოქალაქეა თუ არა. ეს უნდა გაირკვეს, ამიტომ ჯერ ვერაფერს დავადასტურებთ“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.