ისრაელის ქალაქ აშდოდთან სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა
ისრაელის ქალაქ აშდოდთან სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
აშდოდის სამედიცინო ცენტრის ცნობით, ერთი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო ორი მსუბუქადაა დაშავებული. კიდევ ერთი დაშავებული კაპლანის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
ისრაელის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, მათ ადგილობრივი დროით 11:06 საათზე მიიღეს ინფორმაცია სროლის შესახებ ავტომაგისტრალზე, რომელიც აშდოდსა და თელ ავივს შორის მდებარეობს.
ისრაელის პოლიციის პრესსპიკერმა, ასი აარონიმ განაცხადა, რომ სროლა იყო ტერორისტული აქტი და დასძინა, რომ ტერორისტი განეიტრალებულია.