ისრაელის პრეზიდენტის განცხადებით, „ჰამასის“ მებრძოლებს, რომლებიც ისრაელში შეიჭრნენ, ქიმიური იარაღის დამზადების შესახებ ინსტრუქციები ჰქონდათ
ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, „ჰამასის“ მებრძოლებს, რომლებიც ისრაელში შეიჭრნენ, ქიმიური იარაღის დამზადების შესახებ ინსტრუქციები ჰქონდათ. დოკუმენტები, სრული დიაგრამებით, ისრაელის პრეზიდენტმა Sky News-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში აჩვენა.
„ეს არის „ალ-ქაიდას“ მასალა. ოფიციალური „ალ-ქაიდას“ მასალა. საქმე გვაქვს „ისლამურ სახელმწიფოსთან“, „ალ-ქაიდასთან“ და „ჰამასთან“. აი, რამდენად შოკისმომგვრელი სიტუაციაა, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ინსტრუქციებს, რომლებშიც მოცემულია, როგორ უნდა შეიქმნას ერთგვარი არაპროფესიული ქიმიური იარაღი ციანიდით“, – განაცხადა ჰერცოგმა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ქიმიური იარაღის დამზადების ინსტრუქცია „ჰამასის“ დაღუპული მებრძოლის პირად ნივთებში აღმოაჩინეს.