ისრაელის პრეზიდენტი - ისრაელი დააბრუნებს უსაფრთხოების განცდას ღაზის სასაზღვრო ქალაქებში
ისრაელი დააბრუნებს უსაფრთხოების განცდას ღაზის სასაზღვრო ქალაქებში, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა.
როგორც მედია წერს, ისრაელის პრეზიდენტი ქალაქ სდეროთს ეწვია და „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მომუშავე ადამიანების წარმოუდგენელ გმირობაზე ისაუბრა.
„რასაც ჩვენ აქ ვხედავთ, არის ერის წარმოუდგენელი გმირობა, ერის, რომელიც აღდგა დღესასწაულზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. აქ შეგიძლიათ ნახოთ მოხალისეები, ჯარისკაცები, პოლიციელები, მედიკოსები, ყველა ერთად დგას და მე ვეუბნები მთელ ისრაელს – ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენი ხალხის წარმოუდგენელი სიმამაცის წყალობით“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.