ისრაელის პრეზიდენტი - ჩვენ ვუსმენთ ჩვენს მოკავშირეებს, მაგრამ, პირველ რიგში, ვიცავთ საკუთარ თავს
ჩვენ ვუსმენთ ჩვენს მოკავშირეებს, მაგრამ, პირველ რიგში, ვიცავთ საკუთარ თავს, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა.
ისრაელის პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროდ, არის ტრაგედიები, რის აღიარებასაც ისრაელი არ გაურბის, მაგრამ ტრაგედიების უმრავლესობა „ჰამასმა“ ჩაიდინა.
ისააკ ჰერცოგმა უარყო ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფოს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ჰერცოგის თქმით, ჯარი ესაუბრება საავადმყოფოს ხელმძღვანელობას, მისივე თქმით, „ჰამასის“ შტაბბინა შენობის ქვეშ არის.
ისრაელის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის ჯარისკაცებმა ღაზის ჩრდილოეთში „ჰამასის“ ბაზაზე არაბულად ნათარგმნი ადოლფ ჰიტლერის წიგნი, „მაინ კამპფი“ აღმოაჩინეს.