ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ომის კაბინეტი დაითხოვა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ომის კაბინეტი დაითხოვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“ პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

ომის კაბინეტი ისრაელზე 11 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის კამპანიის მართვისთვის შეიქმნა. პრემიერ-მინისტრის ოფისში განმარტავენ, რომ ომის კაბინეტის შექმნა იყო პარტია „ეროვნული ერთიანობის“ თავმჯდომარის, ბენი განცის კოალიციური შეთანხმების ძირითადი მოთხოვნა. განცმა, რომელიც ომის კაბინეტის ერთ-ერთი წევრი იყო, კოალიცია გასულ კვირას დატოვა.

როგორც პრემიერის ოფისში განაცხადეს, ახლა, როდესაც საგანგებო ერთიანობის მთავრობა აღარ არის, ომის კაბინეტის არსებობა, რომელიც ამ შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა, აქტუალური აღარ არის. ომთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი კონსულტაციებს გამართავენ სხვა შესაბამის მაღალჩინოსნებთან და საბოლოოდ დასადასტურებლად უფრო ფართო უსაფრთხოების კაბინეტს წარუდგენენ.