ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი - ეგვიპტის ინიციატივით, ცეცხლი უპირობოდ და ორმხრივად შეწყდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განმარტავენ, რომ ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლი ორმხრივად შეწყდება. მათივე ცნობით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა.
ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრები დაეთანხმნენ ეგვიპტის ინიციატივას, რომელიც ყველა წინაპირობის გარეშე ცეცხლის ორმხრივად შეწყვეტას ითვალისწინებს.
„ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.