ისრაელის პრემიერ-მინისტრი ომანის ყურეში გემზე მომხდარ აფეთქებაში ირანს ადანაშაულებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ომანის ყურეში გემზე მომხდარ აფეთქებაში ირანს ადანაშაულებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ომანის ყურეში ისრაელის გემზე მომხდარ აფეთქებაში ირანს ადანაშაულებს.

„ნამდვილად იყო ირანის ოპერაცია. ეს ცხადია“, – განუცხადა ნეთანიაჰუმ რადიო „კანს.“

ისრაელის მთავრობის მეთაურმა გვერდი აუარა შეკითხვას, გადადგამს თუ არა ქვეყანა საპასუხო ნაბიჯებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის მთავრობის ამოცანაა, ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარებაში.

აფეთქების შემდეგ, ისრაელის კუთვნილი სატვირთო გემი აღსადგენად დუბაის პორტში შევიდა.