ისრაელის პოლიციამ აღმოსავლეთ იერუსალიმში სინაგოგასთან თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 42 ადამიანი დააკავა
ისრაელის პოლიციამ აღმოსავლეთ იერუსალიმში სინაგოგასთან თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 42 ადამიანი დააკავა.
ცოტა ხნის წინ მორიგი თავდასხმა განხორციელდა ქალაქის ძველ უბანში, სადაც 13 წლის მოზარდმა მამა-შვილს გაუხსნა ცეცხლი. ისინი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მოზარდი პოლიციამ გაანეიტრალა. ერთი დღით ადრე კი სინაგოგასთან შეიარაღებულ თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.
ვითარება იერუსალიმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხუთშაბათს ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა დასავლეთ სანაპიროს ქალაქ იენინში ჯიჰადისტების წინააღმდეგ რეიდი განახორციელეს, რომლის დროსაც ცხრა ადამიანი დაიღუპა. საპასუხოდ, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გაანეიტრალა და შედეგად, ისრაელის ავიაციამ მათ პოზიციებზე იერიში მიიტანა.