ისრაელის პარლამენტის წევრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილი სესია გადაიდო. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარემ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ინფიცირებულ დეპუტატთან კონტაქტი ჰქონდა, მოუწოდა, თვითიზიოლაციაში გადავიდნენ და დაუყონებლივ გაიკეთონ ტესტი „კოვიდ-19“-ზე.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ისრაელში „კოვიდ-19“-ის 17 342 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 290 ადამიანი, ვირუსისგან ქვეყენაში 14 955 ადამიანი გამოჯანმრთელდა.