ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრი ბენი განცი ჰააგის სასამართლო პროკურორის გადაწყვეტილებას „ისტორიული მასშტაბის დანაშაულს“ უწოდებს
ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრი ბენი განცი ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას „ისტორიული მასშტაბის დანაშაულს“ უწოდებს. იგი აკრიტიკებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემის თაობაზე.
განცის თქმით, ღაზაში საბრძოლო მოქმედებებისას ისრაელის შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოქმედებენ.
„ისრაელი იბრძვის ისტორიაში უმკაცრესი მორალური კოდექსით, იცავს საერთაშორისო სამართალს და აქვს ყველაზე ძლიერი დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა. დემოკრატიული ქვეყნის ლიდერებს, რომლებმაც გადაწყვიტეს თავი დაიცვან ტერორისგან, და სისხლისმსმელი პერცეპტული ორგანიზაციის ლიდერებს შორის პარალელის გავლება არის სამართლიანობის დამახინჯება და აშკარა მორალური მარცხი. პროკურორის პოზიცია დაკავების ორდერების გაცემის თაობაზე თავად არის ისტორიული მასშტაბის დანაშაული, რომელიც თაობებს ემახსოვრებათ“, – განაცხადა განცმა.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის, ასევე „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.