ისრაელის მთავრობის პრესსპიკერი - „ჰამასმა“ შეთანხმებული ჩარჩოს პირობები დაარღვია და ღაზის სექტორიდან ისრაელის თემების მიმართულებით სარაკეტო სროლა დაიწყო
ისრაელის მთავრობის პრესსპიკერი - „ჰამასმა“ შეთანხმებული ჩარჩოს პირობები დაარღვია და ღაზის სექტორიდან ისრაელის თემების მიმართულებით სარაკეტო სროლა დაიწყო

„ჰამასის“ ტერორისტულმა არმიამ  შეთანხმებული ჩარჩოს პირობები დაარღვია და ღაზის სექტორიდან ისრაელის თემების მიმართულებით სარაკეტო სროლა დაიწყო, – ამის შესახებ ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა, ეილონ ლევიმ განაცხადა.

ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, „ჰამასის“ მებრძოლებმა რაკეტების სროლა 05:43 საათზე დაიწყეს, რის გამოც მთელ სამხრეთ ისრაელში განგაშის სიგნალები ჩაირთო.

ეილონ ლევის განცხადებით, გატაცებული ქალების დაბრუნებაზე უარის თქმით, „ჰამასმა“ პაუზის დასრულება გადაწყვიტა.

„„ჰამასი“ როდესაც წყვეტს მძევლების გათავისუფლების პაუზას, ახალი ამბები ვრცელდება ტყვეობაში მყოფი მძევლების მიმართ სერიული და სადისტური ძალადობის შესახებ, როგორც ფსიქოლოგიური წამების, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. „ჰამასი“ ჩვენს ხალხს ცხოველებზე უარესად ეპყრობოდა და ჩვენ „ჰამასს“ გავანადგურებთ“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა.

ეილონ ლევიმ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად „ჰამასის“ ტყვეობაში 137 ადამიანი რჩება.