ისრაელის მიერ ღაზაში, დევნილთა ბანაკზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 29 პალესტინელი დაიღუპა და ათობით დაიჭრა
ისრაელის მიერ ღაზაში, დევნილთა ბანაკზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 29 პალესტინელი დაიღუპა და ათობით დაიჭრა

ისრაელის მიერ ღაზაში, დევნილთა ბანაკზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 29 პალესტინელი დაიღუპა და ათობით დაიჭრა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც „ბიბისი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, თავდასხმას მოჰყვას ნგრევა.

„ჰამასის“ მიერ მართულ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ თავდასხმა ქალაქ ხან იუნისის აღმოსავლეთით, ქალაქ აბასან ალ-კაბირაში, ალ-ავდას სკოლის შესასვლელთან მოხდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ გამოიყენეს ზუსტი საბრძოლო მასალა „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც, მათი თქმით, მონაწილეობდნენ ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაში.