ისრაელის მიერ ჩრდილოეთ ლიბანის დაბომბვას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის მიერ ჩრდილოეთ ლიბანის დაბომბვას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის მიერ ჩრდილოეთ ლიბანის დაბომბვას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა.

ლიბანის წითელი ჯვრის ორგანიზაციის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა.

ისრაელის მედია წერს, რომ სამიზნე, შესაძლოა, „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი ყოფილიყო. ლიბანური მედიის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების ერთი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელის ჯარები თავს ქრისტიანული უმრავლესობით დასახლებულ ზონას დაესხნენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბომბვამ მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.