ისრაელის მედიის ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ დრონებით თავდასხმისას ალ ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი დაიღუპა
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ სირიაში, აშშ-მა ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმავალ მანქანაზე მიიტანა იერიში დრონების საშუალებით, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
სამოქალაქო თავდაცვის დაჯგუგუფების, „თეთრი ჩაფხუტების“ განცხადებით, იდლიბ-ბინიშის გზაზე ნაპოვნი იქნა კაცის ცხედარი, რომელიც აფეთქებული მანქანიდან გადმოიყვანეს.
მედიის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ დაადასტურა, რომ იდლიბში კინეტიკური კონტრტერორისტული იერიში განახორციელა, რომლის შედეგადაც „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი იქნა ლიკვიდირებული.
საზღვაო ძალების ლეიტენანტის, ჯოზი ლინის განცხადებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმისას ლიკვიდირებულია პიროვნება, რომლის განადგურებაც ჩაფიქრებული იყო, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალებულა.
მოგივანებით, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში სირიის სადამკვირვებლო ცენტრმა განაცხადა, რომ მანქანაში, რომელზედაც იერიში განხორციელდა, იმყოფებოდა ადგილობრივი დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდასთან“ არის კავშირში.
აშშ ადრეც ახორციელებდა ავიადარტყმებს იდლიბის რეგიონში, სადაც „ალ-ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები აფარებენ თავს. იდლიბი და მეზობელი პროვინცია ალეპო ამბოხებული ოპოზიციის კონტროლის ქვეშაა, სადაც ძირითადად რადიკალური დაჯგუფებები მოქმედებენ.