ისრაელის მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ნაფტალი ბენეტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
კრემლში რუსეთის პრეზიდენტისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და ნაფტალი ბენეტს შორის შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა.
ამასთან, კრემლის ცნობით, მხარეებმა უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ნაფტალი ბენეტს მოსკოვში ვიზიტისას თან ახლდნენ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი და ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტორი ეიალ ჰულათა, მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში შიმრით მეირი და პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი მათან სიდი.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ნაფტალი ბენეტმა უკრაინაში ებრაული საზოგადოებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, ასევე განიხილა ვენაში ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები.
როგორც ისრაელის მედია წერს, ნაფტალი ბენეტმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა აშშ-სთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან კოორდინაციით და კიევის ინფორმირებით გაიმართა.
ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ისრაელის პრემიერი ბერლინში მიემგზავრება, სადაც შეხვედრას გამართავს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან.
ასევე, ისრაელის მედია იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ნაფტალი ბენეტმა სატელეფონო საუბარი ვოლოდიმირ ზელენკისთანაც გამართა.